ადამიანი და კანონი: ათენის მეტრო მგზავრის უფლებების დარღვევისთვის ჯარიმას გადაიხდის

6 თვის წინ ერთ-ერთი მგზავრი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. დღეს კი ის სამართლიანობისა და საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის. გასულ აგვისტოს, როდესაც მანოლის ტრიკასი მატარებელს აგიოს ნიკოლაოსის სადგურში ელოდებოდა, პოლიციელის დაკვირვების ობიექტი გახდა. მანოლის კუნთების დაავადება აქვს, რომელიც უნებლიე სპაზმებსა და ცახცახს იწვევს. მისი თქმით, პოლიციელი მივიდა მასთან და ჰკითხა, თუ რატომ გამოიყურებოდა ასე ნერვიულად. სიტუაციის ახსნის შემდეგ კი, პოლიციელმა მანოლის უთხრა, რომ ეს სირცხვილი იყო და ურჩია, სახლიდან არასოდეს გამოსულიყო.

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ ტრიკასმა სატრანსპორტო კომპანია ΣΤΑΣΥ -ის ადმინისტრაციას მიმართა და სამწუხარო ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი მოითხოვა. ამასთანავე, მან გააგზავნა წერილი პროკურატურაში.  ΣΤΑΣΥ-იმ მგზავრის მიმართვაზე რეაგირება არ მოახდინა. მანოლის ადვოკატმა ვასილის სოტიროპულოსმა კი მიმართა პირადი მონაცემების დაცვის სამსახურს, იმისათვის, რომ სატრანსპორტო კომპანიას მიეღო ტრიკასის მოთხოვნა, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა კანონს. თუმცა, მათდა გასაკვირად არაფერი შეცვლილა. 2472/1997 კანონის მე-12 მუხლი უზრუნველყოფს მგზავრის უფლებას, მიიღოს ვიდეო ჩანაწერის ასლი, რომელიც მას პირდაპირ უკავშირდება.

კომპანია ΣΤΑΣΥ-ის ამართლებს ფაქტი, რომ ვიდეო ჩანაწერი მეტროში არ იწერს ხმას, ხოლო სურათის მიხედვით, რაც პოლიციასა და მზგავრს შორის ხდება, არ არის აგრესიული და ძალადობრივი. ეს დასკვნა გამოიტანა, ასევე, პირადი ინფორმაციის დაცვის სამსახურმა. მეტროს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა, უსაფრთხოების სტრუქტურების წესდების შესაბამისად, არ არის დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედება.

ამდენად, მანოლიმ ვერ მიაღწია იმას, რომ გამოეაშკარავებინა პოლიციელის მისდამი უხეში მოპყრობა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სატრანსპორტო კომპანია ΣΤΑΣΥ დაჯარიმდება 10 000 ევროს ოდენობით, მგზავრის მიერ ვიდეოს მოთხოვნის იგნორირებისთვის. პირადი მონაცემების დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ათენის მეტროში ხშირად ხდება ძალადობრივი ფაქტები და დაადასტურა მგზავრთა უფლება, ასეთ შემთხვევებში მიმართონ კომპანიას დახმარებისთვის.

melano

ტესტ