აბორტების რაოდენობა საბერძნეთში ყოველწლიურად 150 000 აღწევს

შობადობის შემცირებასთან ერთად ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ საბერძნეთში 30 000-ზე მეტი 16 წლამდე თინეიჯერი იკეთებს აბორტს ყოვლწლიურად. ამ ინფორმაციას ბერძნული ოჯახის დაგეგმვის საზოგადოება აქვეყნებს.

<em>”საბერძნეთში თინეიჯერი გოგონების ნახევარი სექსუალურ ცხოვრებას 17 წლის ასაკში იწყებს. ამასთანავე არსებობს მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფს, რომ მოზარდების 73%-  14-16 წლის ასაკში უკვე აქვს გარკვეული სექსუალური გამოცდილება,” </em>განაცხადა ათენის მეორე სამედიცინოგინეკოლოგიური სკოლის დირექტორმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.

ამდენად, როგორც მონაცემებიდან ჩანს, აბორტების საერთო რაოდენობა საბერძნეთში ყოველწლიურად 150,000 უდრის.

რაც შეეხება კონტრაცეპტივებს, ბერძენი მოზარდების 40% მიმართავს შეწყვეტილ სქესობრივ აქტს. ამასთანავე, პრეზერვატივი მეორე პოპულარული საშუალებაა არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად.

მონაცემების მიხედვით, შემთხვევების 18%-ში პრეზერვატივი არ ამართლებს, თუ ის გამოყენებულია არასწორად. ხოლო სწორად გამოყენების შემთხვევაში ორსულობის ალბათობა მხოლოდ 2%-ია. გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, ბერძენი მოზარდების ნახევარზე მეტი, თუ იყენებს პრეზერვატივს პირველი სქესობრივი აქტისას, ისინი აგრძელებენ მის გამოყენებას 1 წლის განმავლობაში.