fbpx
კრიმინალი

აბელოკიპი: ერთ-ერთი ბარის მფლობელ ალბანელ მამაკაცს საკუთარ მანქანაში ესროლეს

პოლიციის განყოფილებაში შევიდა ზარი, რომლის მიხედვითაც აბელოკიპზე ორ მამაკაცს უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ ოფიცრებს დახვდათ თეთრი ჩაცხრილული მანქანა და შიგნით მსხდომი ორი ალბანელი მამაკაცი.

მათგან ერთ-ერთი მამაკაცი ბარის მფლობელია, რომელიც ლიოსიონის ქუჩაზე მდებარეობს. სავარაუდოდ, სწორედ მისი მოკვლა უნდოდათ უცნობებს, რომლებიც მანქანას მოტოციკლით წამოეწივნენ, ხოლო შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს.

პოლიციამ იქაურობა გადაკეტა, რათა სამხილები შეემოწმებინათ.

როგორც ცნობილია, ორივე მამაკაცი უვნებელია, მათ ტყვიები არ მოხვედრიათ.

onalem

ტესტ