950 განადგურებული სახლი და ბიზნეს ობიექტი დასავლეთ ატიკაში
მანდრაში, მეგარასა და ნეა პერამოსში წყალდიდობისგან დაზიანებული შენობების რაოდენობა იზრდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული შეფასებების მიხედვით, მანდრაში დანგრეულია 588 სახლი, 67 კომერციული ფართი, 5 საჯარო შენობა და 73 მიწისქვეშა საწყობი. ამ ყველაფერს კომპენსირება ესაჭიროება.
მეგარასა და ნეა პერამოსში მოსახლეობამ დაკარგა 172 საცხოვრებელი ბინა, 30 ბიზნეს ობიექტი, დაზიანებულია 2 საჯარო შენობა და 48 მიწისქვეშა საწყობი.
ჯერჯერობით ვრცელდება ზემოაღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, შეფასებები გრძელდება და ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვები ბევრად გაიზრდება.