91 წლის გაუნათლებელი მოხუცი და საკუთარი ხელით აგებული გრანდიოზული ტაძარი

სპეციალური განათლება არ აქვს, არ გააჩნია არც პროექტი, არც საინჟინრო გეგმა და არც ფინანსურად ეხმარება ვინმე. მარტო აშენებს. საკუთარ მიწაზე საკუთარი ხელებით ტაძარს აგებს — უკვე 55 წელია…

91  წლისაა, ხუსტო გალიეგო მარტინესი ჰქვია და მადრიდიდან ოციოდე კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ მეხორადა-დელ-კამპოში ცხოვრობს. ყმაწვილობაში სკოლაც კი ვერ დაამთავრა, იმიტომ რომ სამოქალაქო ომმა მოუსწრო. სანტა-მარია-დე-უერტას მონასტერში მიიყვანა რწმენამ. მორჩილად შედგა. მერე ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და იძულებული გახდა, მონასტრიდან წასულიყო. მერე სენი დაამარცხა.

kk

ერე ბევრი წიგნი წაიკითხა — სპეციალური ლიტერატურა.

მერე ფეხზე ნელ-ნელა წამოდგა და მუხლი აღარც ჩაუხრია: უფლისა და წმიდა მარიამისადმი მადლიერების ნიშნად ტაძრის მშენებლობას შეუდგა. თანაც როგორი ტაძრისა!!! ერთი წამით წარმოიდგინეთ: 4740 კვადრატულ მეტრზე გადაშლილი ნაგებობა, 40 მეტრი სიმაღლის გუმბათი და ამას შეჭიდებული მარტოკაცი. მხოლოდ მაშინ იხმარს ვინმეს, როცა რომელიმე დეტალის გაკეთებაში თავად უძლურია.

ჰო, ტაძრის არქიტექტურაში აშკარად იკითხება დილეტანტიზმი და სტილთა აღრევა, მაგრამ განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?

ან იმას, რომ ბაბუა ხუსტოს მშენებლობაზე ოფიციალური ნებართვა არა და არ აღირსეს? ან იმას, რომ ადგილობრივი ეპარქია მის ნაშრომს ტაძრად არ აღიარებს? ან იმას, რომ ზოგი „არანორმალურს“ ეძახის? მთავარია, რომ გული სთხოვს და აკეთებს, კეთილ საქმეს აკეთებს, საკუთარ კვალს ტოვებს მიწაზე და „დაე, რაც უნდა, ილაყბონ კაცთა“. იცის, რომ ტაძრის დასრულება უნდა მოასწროს და დღეს უქმად არ აგდებს. მოასწრებს კიდეც!

melano

ტესტ