ათენი: 83 წლის ბერძენი მამაკაცის მკვლელთა ვინაობა დაზუსტდა

2012 წლის 5 იანვარს ათენში აგიო პადელეიმონაზე 83 წლის მამაკაცის მკვლელობა მოხდა. დღეს კი დაზუსტდა მკვლელთა ვინაობა.

ესენი იყვნენ სამი უცხოელი, რომლებზეც დაპატიმრების ორდერი გაიცა. როგორც აღმოჩნდა, მათგან ორი 21 წლის მამაკაცი ავღანეთიდან იყო, ხოლო ერთი, 46 წლის, ირანიდან.

ისინი სახლში შეიჭრნენ ქურდობის მიზნით, იქ კი მოხუცი აღმოაჩინეს და მოკლეს. დაზუსტებულია ასევე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უკვე აღარ იმყოფება საბერძნეთის ტერიტორიაზე, დანარჩენი ორი კი ცდილობდა საზღვრების დატოვებას, თუმცა ვერ მოახერხეს.

სამივე აღნიშნულ პირზე გამოცხადებულია ძებნა.