fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: 20 წლის შვილიშვილი გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა

სამშაბათს ღამით პელაში, კერძოდ, სოფელ კრია ვრისიში 70 წლის ქალი გარდაიცვალა, რადგან მან საკუთარი 20 წლის შვილიშვილი, სახელად კიკი, 38 წლის თავდამსხმელისგან იხსნა. ამ გადაწყვეტილებამდე მკვლელი გოგონას სიტყვებმა მიიყვანა, რომ იგი არ იყო მამაკაცთან რომანტიკული ურთიერთობით დაინტერესებული.

გოგონა ყავის მაღაზიაში მუშაობდა, სავარაუდოა, რომ სწორედ აქ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს.  გოგონამ თავიდანვე განუცხადა მამაკაცს, რომ არ იყო დაინტერესებული მასთან ურთიერთობის გაგრძელებით. ხოლო როდესაც კიკიმ უთხრა, რომ კრეტაზე გადადიოდა სასწავლებლად, თავდამსხმელი ამ სიტყვებმა გააღიზიანა და იმავე ღამით გოგონას ოჯახში  შეიარაღებული შეიჭრა.

გოგონას თავდასხმის მცდელობისას მამაკაცი გონებადაბინდული იყო.  მან შეცდომით მოკლა გოგონას ბებია, ასევე დაჭრა მისი 74 წლის ბაბუა და 22 წლის და, რომელსაც საკმაოდ მძიმე ჭრილობების გამო ოპერაცია დასჭირდა.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, მომხდარის შემდეგ, თავდამსხმელმა საკუთარი იარაღითვე თვითმკვლელობა სცადა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

onalem

ტესტ