fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გლიფადა: 7 წლის მოსწავლე კლასში ჩაიკეტა, რის გამოც ფანჯრიდან გადმოხტა

დღეს შუადღეს გლიფადაში მდებარე მე-12 სკოლაში განგაში გამოცხადდა. 7 წლის ბიჭი სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა.

newsit-ის ინფორმაციით, ბიჭმა ვერ შენიშნა, რომ სკოლა სრულიად დაცარიელდა. ასევე მასწავლებელმაც ვერ დაინახა, თუ სად იყო ის და კლასი ჩაკეტა, ბიჭი კი შიგნით დარჩა.

შიშის ფონზე ბავშვმა ფანჯარასთან მერხი მიიტანა, 3 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და ეზოში დაეცა.

მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციის თქმით, შემთხვევის დეტალების გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

onalem

ტესტ