fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 7 წლის ბავშვი სახლის აივნიდან გადმოვარდა – მისი მდგომარეობა მძიმეა

7 წლის ბიჭი საკუთარი სახლის იავნიდან გაურკვეველ ვითარებაში გადმოვარდა.

აგიუ დიონისიუს ქუჩაზე მდებარე სახლში ბიჭი, თავის 5 წლის ძმასთან ერთად, მარტო იმყოფებოდა. მშობლები გარეთ იყვნენ გასულები. როგორც გაზეთი’Έθνος” გვამცნობს, ბავშვი აივნიდან გადმოვარდა და გამვლელები ამ ყველაფერს შეესწრნენ. მათ მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს და ბიჭი საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობით მოათავსეს.

როცა გამვლელები მას მიუახლოვდნენ, ჯერ კიდევ გონებაზე იყო, თუმცა ყურებიდან სისხლი სდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების დედა სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო მამა მის წამოსაყვანად იყო წასული. პროკურორმა მშობლების ბიოგრაფიის შექმნა ბრძანა, ვინაიდან საქმე განიხილება, როგორც არასრულწლოვანი პირის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი საჰაერო ძალებში მსახურობს. პოლიცია საქმის გარემოებებს იძიებს.

onalem

ტესტ