fbpx
საზოგადოება

69 წლის ქალმა, რომელიც გემიდან გადმოვარდა, პირეოსის პორტამდე 5 მილი გამოცურა

პირეოსის პორტში მცურავი ხანში შესული ქალის იდუმალებით მოცული ამბავი ამოხსნილია. 69 წლის ქალმა 5 მილი გამოცურა, რათა პორტამდე მოსულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის გემიდან გადმოვარდა.

კერძოდ, გემი “აგიოს ნექტარიოს” პირეოსიდან კუნძულ ეგინას მიმართულებით მიცურავდა, როდესაც ღია ზღვაში მცურავი შენიშნეს. ის სწორედ ამ გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა.

69 წლის მოხუცი სხვა გემის მგზავრია, რომელსაც იგივე მარშრუტი ჰქონდა. მისი პირადი ნივთები იქ იპოვეს.

ქალი შოკური მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი გადარჩენის ამსახველი ფოტოები გემის მგზავრმა გადაიღო.

ამ დრომდე უცნობი რჩება დეტალები, თუ როგორ გადმოვარდა 69 წლის ქალი გემიდან.

onalem

ტესტ