fbpx
საბერძნეთი

65 წლის შემდეგ საბერძნეთს თურქეთის პრეზიდენტი ესტუმრება

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის საბერძნეთში ვიზიტი ოფიციალურად, 7 ან 8 დეკემბრისთვის დაიგეგმა, თუმცა, დაზუსტებით ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.

ის იქნება პირველი თურქი პრეზიდენტი, რომელიც 65 წლის შემდეგ საბერძნეთს ეწვევა. ბოლოს ათენში თურქეთის პრეზიდენტი ბაიარი 1952 წელს იმყოფებოდა.

მან ვიზიტისას პირველად უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი მოინახულა, ხალხს ათენის ჰოლის აივნიდან მიესალმა. ბაიარი მთავარ ქუჩებში ტაშის თანხლებით დადიოდა. ასეთი იყო მასთან შეხვედრა. 30 ნოემბერს კი მან საბერძნეთი დატოვა.

ახლა კი, 2017 წელს, ერდოღანი არა პრემიერის, არამედ პრეზიდენტის სტატუსით საბერძნეთში ჩამოვა. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მისი ვიზიტი ნაყოფიერი იქნება.

onalem

ტესტ