fbpx
საზოგადოება

65 წლიანი ქორწინების შემდეგ მათ ერთად სიკვდილი გადაწყვიტეს

ჰოლანდიელმა ხანში შესულმა წყვილმა ევთანაზიის გზით, ხელიხელჩაკიდებული სიკვდილი ამჯობინა. მათ ყველა ახლობელი და საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდათ.

ნიკ და ტრის ელტერჰორსტების შემთხვევა ძალიან იშვიათია მათ შორის, რომელთაც ევთანაზიის გაკეთება ისურვეს. ეს მეთოდი ჰოლანდიაში სავსებით კანონიერია.

ნიკმა მეუღლეს უკანასკნელად აკოცა და ისინი დინტონში, საკუთარ სახლში 4 ივნისს გარდაიცვალნენ.

2012 წელს ნიკმა ინსულტი გადაიტანა, რამაც მისი მოძრაობის უნარი შეასუსტა და მუდმივი ტკივილებისგან იტანჯებოდა. ხოლო ტრისის ჯანმრთელობა წლების მანძილზე უარესდებოდა და მას ქმრის მოვლა არ შეეძლო. მისი დიაგნოზი ალცჰაიმერის დაავადება იყო, მეხსიერება ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა და მათი ერთად ყოფნა გარკვეულწილად საშიშიც კი იყო.

”ექიმებმა გვითხრეს, რომ დედა ჯერ კიდევ იცოცხლებდა, ხოლო მამას დიდი დრო აღარ ჰქონდა დარჩენილი. თუმცა, თუ მამაჩემი გარდაიცვლებოდა, დედაჩემი საყრდენს დაკარგავდა და დეპრესიაში ჩავარდებოდა. ეს არცერთს არ სურდა. ერთად სიკვდილი მათი უკანასკნელი ნატვრა იყო. მათ ერთმანეთს აკოცეს და ხელჩაკიდებულნი გარდაიცვალნენ, საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულნი,” ამბობს 91 წლის წყვილის ქალიშვილი.

ნიკმადა ტრისმა ერთად 65 წელი გაატარეს.

ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალური 2012 წლიდან გახდა. ის პირველი ევროპული  ქვეყანაა, სადაც ეს კეთდება. ამიტომ აქ იღებენ ხალხს მთელი მსოფლიოდან, რომელთაც მსგავსი გზით სიკვდილი აქვს გადაწყვეტილი.

onalem

ტესტ