fbpx
კრიმინალი

“ექვსი თვის მანძილზე ტანსაცმელი სამჯერ გამოვიცვალე” – ბერძენი ბიზნესმენი გატაცების შესახებ

მიხალის ლემპიდაკის ექსტრაორდინალურ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბიზნესმენი, რომელმაც გამტაცებელთა ტყვეობაში 186 დღე გაატარა, 2017 წლის 30 მარტის შესახებ ჰყვება, როცა მისი გატაცება მოხდა:

“მე ვიცოდი, რომ ვიყავი მთიან რეგიონში, მაგრამ ზუსტად სად, არ ვიცოდი. მეუბნებოდნენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მათ სახეებს ვერ ვხედავდი, რადგან სათვალე და ნიღბები ეკეთათ.

6 თვის მანძილზე, რომელიც მძევლობაში გავატარე, სულ ოთხჯერ ვიბანავე, ხოლო ტანსაცმელი სამჯერ გამოვიცვალე. მიუხედავად ამისა, კარგ საკვებს მაჭმევდნენ და უფლებას მაძლევდნენ, მეყურებინა ტელევიზორისთვის, მოჰქონდათ წიგნები და გაზეთები.”

ლემპიდაკის გატაცების საქმეში 12 პირი მონაწილეობდა, თითოეული მათგანი პოლიციამ დააკავა.

ბოლოს პროცესი გუშინწინ გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა 46 წლის დაკავებულმა აღიარა, რომ ლემპიდაკის გატაცება კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული დანაშაული იყო. მას ადვოკატი არ ჰყავს, რის გამოც ის მას სასამართლომ დაუნიშნა.

საბოლოო განაჩენი ჯერჯერობით ცნობილი  არ არის.

ლემპიდაკიმ ტყვეობის პერიოდში, მიუხედავად კარგი კვებისა, წონაში საგრძნობლად დაიკლო.

გატაცებამდე და მის შემდეგ:

onalem

ტესტ