fbpx
კრიმინალი

52 წლის მხედველობადაქვეითებული მოძალადე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

სექსუალური ძალადობის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც დაფნიში რამდენიმე ხნის წინ მოხდა, საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია. მოძალადე 52 წლის უსინათლო პირია, რომელმაც 22 წლის გოგონა საკუთარ სახლში დააბა და გააუპატიურა. ისტორია გრძელდება.

მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი ბინაში შეიჭრა და გოგონა გაათავისუფლა, მამაკაცი დააკავეს. მეზობლები მისი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.

ახლა, 1 თვის შემდეგ, მოძალადე თავისუფალია. Star-ის ინფორმაციით, ის და მისი ადვოკატი ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი 22 წლის გოგონას თანხმობით ხდებოდა და ამის გამო, მათ სასამართლოს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით მიმართეს. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 52 წლის დამნაშავეს შიდა პატიმრობა მიესაჯა. მას ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება. ადვოკატის თანახმად, მამაკაცს მხედველობის პრობლემები 2014 წლიდან აქვს და იმსახურებს შეუქმნან გარკვეული პირობები, რომელიც მის შეზღუდულ შესაძლებლობას შეესაბამება.

22 წლის გოგონა საავადმყოფოში წოლის შემდეგ, სარეაბილიტაციო ცენტრში გააგზავნეს. ის ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან, როგორც ფიზიკურად, ისევე ფსიქოლოგიურად.

სპეციალისტები მის დახმარებას ცდილობენ. გოგონას დამოუკიდებლად სიარული შეუძლია, თუმცა, ხელებზე აღენიშნება დაზიანებები, რის გამოც, საკუთარ თავს ვერ ემსახურება.

onalem

ტესტ