52 წლის ბიზნესმენი, რომელიც საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, გარდაიცვალა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 52 წლის ბიზნესმენი, რომელიც კიფისიაში საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, გარდაიცვალა.

ალექსანდროს სტამატიდისს მძარცველები სახლში შეეჭრნენ და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ცნობილი ბიზნესმენი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ის სიკვდილს 19 დღის მანძილზე ებრძოდა.

სახლში, რომელშიც ინციდენტი მოხდა, არ იყო დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერები. სავარაუდოდ, დამნაშავეებმა ეს იცოდნენ და ღამის 05:00 საათზე ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ.

სახლში ასევე იმყოფებოდნენ მათი 18 წლის შვილი და დამხმარე ქალი. მათი თქმით, ჯერ ხმაური, ხოლო შემდეგ გასროლის ხმა გაიგეს.

melano

ტესტ