49 წლის უცხოელი საბერძნეთში 91 ემიგრანტის შემოყვანას ცდილობდა!
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ევროსის ტერიტორიაზე 49 წლის მამაკაცი დააპატიმრა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ბრალად ქვეყანაში მიგრანტების უკანონო შემოყვანა ედება.
კერძოდ, 49 წლის ბულგარელი მიგრანტებს საკუთარ სატვირთოში მალავდა და საზღვრის გადმოკვეთას ასე ცდილობდა.
დაკავებისას ის საჭესთან, ცხადია, თავად იჯდა, ხოლო სატვირთოში 91 მიგრანტი აღმოაჩინეს.
მანქანიდან ამოიღეს თანხა, 70 ევროს ოდენობით.
დაკავებული ორესტიადას პროკურატურაში გადაიყვანეს.