fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

ხანძარი კეფალონიაზე: ალი სახლებს მიუახლოვდა, დამწვარია რამდენიმე მანქანა

მთელი საბერძნეთის მასშტაბით, ოთხშაბათს 06:00 საათიდან ხუთშაბათს 06:00 საათამდე, 49 ახალი ხანძარი გაჩნდა.

თითქმის ყველა მათგანი, ფაქტობრივად, უკვე ლოკალიზებულია. ყველაზე სერიოზული ხანძარი კუნძულ კეფალონიაზე იყო, ალმა მოსახლეობის სახლებამდე მიაღწია. დაიწვა მანქანები.

თუმცა, მეხანძრეებმა სამუშაოს შეძლებისდაგვარად სწრაფად გაართვეს თავი. მათ მოხალისეებიც შეუერთდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის საშიშროება არსებობს შემდეგ კუნძულებზე: კრეტა, ვიოტია, კორინთი, არგოლიდა, ლესვოსი, ხიოსი, სამოსი, იკარია.

onalem

ტესტ