fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

48 წლის ქალს უთო ჩაარტყა, შემდეგ კი გაგუდა – მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

აგიო პანტელეიმონას ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ასევე გავრცელდა 27 წლის ქალის ფოტო, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული. მან 48 წლის ჩინეთის მოქალაქეს, რომელიც ომონიაზე მუშაობდა, სასტიკი დაზიანებები მიაყენა, ხოლო შემდეგ გაგუდა.

48 წლის ქალი 26 ოქტომბერს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ის უკვე სამი დღის გარდაცვლილი იყო, თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული, ხოლო ხელ-ფეხი შეკრული.

როგორც 27 წლის ბანგლადეშის მოქალაქემ აღიარა, ის ქალის სახლში, აგია პანტელეიმონას ტერიტორიაზე მივიდა და ჩხუბი დაუწყო. თავდაპირველად თავში უთო ჩაარტყა, ხოლო შემდეგ პირსა და ცხვირზე მოუჭირა და ქალს სუნთქვა აღარ შეეძლო.

დამნაშავე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი თავდაცვის ფონზე გააკეთა, რადგან 48 წლის ჩინელი თავად დაესხა თავს.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, 48 წლის ქალმა სახლის კარი და ფანჯრები ჩაკეტა და 27 წლის ქალს უთხრა: “ახლა გიჩვენებ.” შემდეგ კი თავს დაესხა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ბანგლადეშის მოქალაქემ ჩინელს თავში უთო ჩაარტყა, შემდეგ კი ფაქტობრივად, სასტიკად მოკლა. ის აღიარებს, რომ გვამი შეფუთა და საწოლის ქვეშ დამალა.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ქალს 27 წლის ბანგლადეშის მოქალაქის ქმართან წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. 48 წლის ჩინელი კი კვლავ იმ მამაკაცის საკუთრებაში არსებულ მაღაზიაში მუშაობდა.

onalem

ტესტ