fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“44 წლის ქალს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს”- რას ამბობს გამომძიებელი

ირინი ლაგუდის სიკვდილმა მთელი საბერძნეთი შეძრა. როგორც გაირკვა საქმე სასიყვარულო სამკუთხედს ეხებოდა და 44 წლის ქალს ცოლიან მამაკაცთან წლების მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა.

ლაგუდი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, მანქანა კი დამწვარი იყო. მისი ტელეფონიდან ბოლოს გაგზავნილი მესიჯებიდან კი ჩათვალეს, რომ ქალმა თავი მოიკლა, რადგან მამაკაცმა ოჯახის დანგრევასა და მის ცოლად მოყვანაზე უარი თქვა.

მისი ოჯახი გვამის პოვნისთანავე ირწმუნებოდა, რომ სამი შვილის დედა მოკლული იყო. კერძო გამომძიებელი, კოსტას სპირუ საქმის შესახებ საუბრობს:

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვთმკვლელობა არ ყოფილა, არამედ 100%-ით ვიცი, რომ ქალი მოკლეს. მე ვეთანხმები ოჯახის აზრს, რომ სამი შვილის დედას სიცოცხლის ამ გზით დასრულების მიზეზი არ ჰქონია. როდესაც სახლში ყველა მის დაბრუნებას ელოდა, ის არ გამოჩენილა. ვფიქრობ, ის მოკლეს და შემდეგ გადაიტანეს იქ, სადაც ვიპოვეთ და დაწვეს.”

onalem

ტესტ