fbpx
კრიმინალი

43 წლის ტურისტი ბერძენი პოლიციელის ღვედით დახრჩობას ცდილობდა

ინციდენტი გასულ პარასკევს კუნძულ კალიმნოზე მოხდა. შვედმა ტურისტმა ბერძენი პოლიციელის უსაფრთხოების ღვედით დახრჩობა სცადა.

კერძოდ, 45 წლის შვედი ტურისტი ქალი თავის 53 წლის პარტნიორთან ერთად მასურის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში იყო დაბინავებული. სასტუმროს მენეჯერებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ 53 წლის შვედი მთვრალი იყო და დაწესებულებას მატერიალურ ზარალს აყენებდა.

ადგილზე პოლიცია გამოცხადდა და 53 წლის მამაკაცი უსაფრთხოების მიზნით დეპარტამენტში უნდა გადაეყვანათ, გამოფხიზლების შემდეგ კი გაათავისუფლებდნენ.

მისმა 45 წლის პარტნიორმა მოითხოვა, რომ მასთან ერთად უნდა წასულიყო, პოლიციამ კი მას მანქანაში ჩაჯდომის ნება მისცა.

სანამ ისინი განყოფილებამდე მივიდოდნენ, ქალი მძღოლ პოლიციელს უკნიდან დაესხა თავს და უსართხოების ღვედით მის დახრჩობას ცდილობდა.

თავდაპირველად ოფიცერი მოულოდნელობისგან დაიბნა, თუმცა, მანქანა სწრაფადვე გააჩერა და ორი თანამშრომლის დახმარებით თავდამსხმელი თავიდან მოიშორა.

ორივე ტურისტი კუნძულ კოს დეპარტამენტში გადაიყვანეს. 45 წლის ქალს სხეულის დაზიანების მცდელობისთვის გაასამართლებენ.

onalem

ტესტ