fbpx
კულტურა

40 წლის შემდეგაც კი, აკროპოლის რესტავრაციის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

აკროპოლის რესტავრაციის პროექტი, 5 მილიარდიანი ბიუჯეტით, შემდეგ ფაზაში გადავიდა. მისი დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი და ორიენტირებულია მონუმენტების აღდგენასა და დაცვაზე.

აღდგენით სამუშაოებს აკროპოლის რესტავრაციის სამსახური აწარმოებს. შემდეგ ფაზაში დაგეგმილია მისი დასავლეთ ნაწილის და უძველესი ძეგლის ჩრდილოეთით მდებარე კედლის აღდგენა.

პროექტი 1975 წელს დაიწყო და მეცნიერთა ჯგუფის მიერ ხორციელდებოდა. ისინი ცნობილი იყვნენ, როგორც აკროპოლის ძეგლების კონსერვაციის კომიტეტი (ESMA). თავდაპირველად ეს მხოლოდ, ასე ვთქვათ, სამაშველო ოპერაცია იყო, რომელიც მრავალ ძეგლს დაიცავდა, რადგან მათ ზედაპირზე სერიოზული სტრუქტურული დაზიანებები იყო.

რესტავრაცია 40 წელია წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც, მოხდა ძეგლთა უმრავლესობის თითქმის პირვანდელი სახით შენარჩუნება.

onalem

ტესტ