fbpx
კრიმინალი

4 წლის შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ ბერძნების კრიმინალური დაჯგუფება გამოააშკარავა, თუმცა, არ დააკავა

2014 წელს საბერძნეთში, კერძოდ კარპენისის ტერიტორიაზე 4 ფართომასშტაბიანი ძარცვა მოხდა. დამნაშავეთა მიერ წაღებული თანხა რამდენიმე ათასი ევრო იყო, თუმცა, წლების მანძილზე ქვეყნის პოლიცია მათ კვალზეც კი ვერ გავიდა.

ახლა კი, 4 წლის შემდეგ, 2018 წელს, გამოვლენილია კრიმინალური დაჯგუფების ყველა წევრი, 5 ბერძენი, რომელთაგან ორი მამაკაცია, 45 და 32 წლის, ხოლო სამი ქალი, 43, 28 და 26 წლის.

მათ მიერ ჩადენილი ოთხი ძარცვისას წაღებული თანხა 4,890 ევროს და 1, 000 დოლარს უდრის, ასევე წაიღეს ბრიტანული ფუნტები და ძვირფასეულობა.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის გასვლის გამო, არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

თუმცა, ცნობილია, რომ სასამართლოში საქმე სხვა მუხლით აღიძრა და გამოძიება ცდილობს დაადგინოს, მიუძღვით თუ არა წვლილი მათ სხვა მსგავს დანაშაულებში.

 

onalem

ტესტ