fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

4 სრულყოფილი კაფე ქალაქის ცენტრში, რომელთა შესახებაც არ გსმენიათ

ჩვენ გვიყვარს ეს ქალაქი, რადგან აქ ყველაფერია, რაც გვსურს, თანაც ჩვენს ცხვირწინ, სახლის გვერდით ან მაქსიმუმ მოპირდაპირე ქუჩების კვეთაზე. თითქოს ყველაფერს ვხედავთ, თუმცა, მაინც არის რამდენიმე საუკეთესო და სრულყოფილი ადგილი, რომლებიც მხოლოდ თქვენთვის შექმნილ სამყაროს ჰგავს და ამასთანავე შეუმჩნევლად რჩება.

Match Point

ეს არის კაფე, რომელიც აქამდე შესაძლოა არც კი შეგინიშნავთ. აქ ყავას საუკეთესოდ ამზადებენ და რაც მთავარია შექმნილია კინემატოგრაფიული გარემო: სინათლე, მუსიკა, განსაკუთრებული სტილი და სიწყნარე. თუ კომპიუტერთან მუშაობა გსურთ, მისამართი სწორად შეგირჩევიათ. (Aianianos 1, Victoria, 210 8250898)

Café Κυδαθηναίων

მაგიდები ულამაზეს ფილომუსოს სკვერში, საუკეთესო მუსიკით და რაც მთავარია არაჩვეულებრივი ყავით. აქაურობა განსაკუთრებული თავისი ეზოთია, რომელიც ჟასმინის ყვავილებითაა სავსე და შავ-თეთრი იატაკი ამშვენებს. მისამართი: Pl. Philomousou 2, Plaka, 210 3232340

Duck Soup

სიფერადე და ბედნეირება. ამ კაფეს დეკორაციები ნამდვილად გაალამაზებს თქვენს დღეს და აქ სტუმრობა მხოლოდ მისი ეზოს გამოც კი შეგიყვარდებათ. თუმცა, არის უმნიშვნელოვანესი დეტალი. სენდვიჩები, რომელთაც ქალაქში ვერაფერი შეედრება. აქ ყველაფერია, ყავა, ლუდი, ტკბილეული, რაზეც უარს ნამდვილად ვერ იტყვით. მისამართი:  Panepistimiou 39, 210 3233916.

 

Byron Café

ეს ის უდიდესი საიდუმლოა, რომელიც კარგად უნდა შეინახოთ. კაფე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას მდებარეობს და მაინც ახერხებს, დარჩეს შეუმჩნეველი. აქედან პართენონის ულამაზესი ხედი იშლება.
მისამართი: Vyronos 19, Plaka, 210 3253554.

onalem

ტესტ