fbpx
კრიმინალი

ძარცვა გლიფადაში: მოპარულია 4 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა

ტელეკომპანია Star-ზე გავრცელებული ინფორმაციით, გლიფადაში, ერთ-ერთი ცნობილი გემთმფლობელის ყოფილი მეუღლე დააყაჩაღეს. სახლში ის და მისი ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

კერძოდ, როგორც ტელეკომპანია იუწყება, კალაშნიკოვებით შეიარაღებული სამი უცნობი სახლში სარდაფის მეშვეობით შევიდა, შემდეგ ახალგაზრდა გოგონას ოთახში ავიდნენ, ყელზე იარაღი მიადეს და იმუქრებოდნენ.

როგორც ცნობილია, ისინი ქალის ოთახში გოგონასთან ერთად შევიდნენ და დედას შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ.

სწორედ ამის ფონზე ქალი დამნაშავეებს სეიფისკენ გაუძღვა, საიდანაც 250, 000 ევრო, ნაღდი ფულის სახით და 4 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.

საბერძნეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ სამი უცნობი სახლის ტერიტორიაზე დიდხანს იმალებოდა და ისინი ამ ადგილს ძალიან კარგად იცნობენ.

ხელისუფლება დამნაშავეებს ეძებს.

onalem

ტესტ