fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

38 წლის მამაკაცისა და 12 წლის გოგონას კონტაქტი Facebook-ზე გოგონას მამამ აღმოაჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, მამა აკვირდებოდა თუ ვის სწერდა მისი 12 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით. აღმოჩნდა, რომ Facebook-ის მეშვეობით მის მოზარდ გოგონას 38 წლის ალბანეთის მოქალაქე სწერდა, შეხვედრისკენ უბიძგებდა და შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.

გოგონას მამამ მოძალადეს თავად დაუთქვა შეხვედრა, გოგონას ნაცვლად და ის ეგალეოში დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, გოგონამ ამის შესახებ მამას შეატყობინა, მამა 38 წლის მამაკაცს ინტერნეტით დაეკონტაქტა, როგორც მისი შვილი და შეხვედრა კონკრეტულ დროს დაუთქვა. სწორედ ამ დროს, ადგილზე პოლიციაც გაჩნდა.

როგორც კი ალბანეთის მოქალაქე  დანიშნულ ადგილას მივიდა, პოლიციის ოფიცრებმა ის დააკავეს და პროკურორთან გადაიყვანეს.

onalem

ტესტ