fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

37 წლის ქალი, რომელიც ირაკლიოში 1 კვირის წინ გაუჩინარდა

37 წლის კატერინა გორგოიანი ირაკლიოში გასულ ორშაბათს გაუჩინარდა. მისი ოჯახი უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რადგან ამ დრომდე მის შესაძლო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

პოლიციის ინფორმაციით, ქალს კუნძული კრეტა არ დაუტოვებია. ამავე დროს მათთვის ცნობილია ფაქტი, რომ კატერინა გორგოიანმა მეგობარს, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ცხოვრობს, გარკვეული თანხა სთხოვა, რომელიც მას გუშინ უნდა მიეღო.

გაუჩნარებამდე მან სახლში დატოვა ყველა პირადი ნივთი, ასევე, მობილური ტელეფონი.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ის ბოლო პერიოდში არ მუშაობდა და ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალს რაღაც ცუდი შეემთხვა, ვინაიდან, უმიზეზოდ მათთან კონტაქტს არ გაწყვეტდა.

onalem

ტესტ