fbpx
კრიმინალი

36 წლის მამაკაცმა თესალონიკის მერზე თავდასხმის შემდეგ ხორცის მაღაზია გაძარცვა

თესალონიკის მერზე სასტიკი თავდასხმა ბოლო ორი დღის ყველაზე აქტუალური თემაა. თუმცა, ისინი, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინეს, ამით არ დაკმაყოფილდნენ და დანაშაულს კიდევ ერთი დანაშაული მიამატეს. როგორც ცნობილია, 36 წლის ბერძენი, რომელიც ბუტარისს გამეტებით ურტყამდა, ორ თანამზრახველთან ერთად, ღამით ხორცის მაღაზიას დაესხა თავს.

ბერძნული მედიის ცნობით, სამი პირი კვირას, 19 მაისს, ხორცის მაღაზიაში შევიდა და სალაროდან თანხა მოიპარა. გაურკვეველია, თუ რა რაოდენობის ფული იდო სალაროში.

დამნაშავეები პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.

მათგან ერთ-ერთს (არა 36 წლის მამაკაცს) ნარკოტიკების გარკვეული რაოდენობაც აღმოაჩნდა.

თავდამსხმელებს ორი დანაშაულისთვის გაასამართლებენ, ბუტარისზე თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით.

onalem

ტესტ