fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

33 წლის ქალმა შვილები სკოლაში მიიყვანა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

კრეტაზე, ირაკლიოში მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოებაში დიდი მწუხარება გამოიწვია. 33 წლის ქალი დილით, საკუთარი შვილების სკოლაში გარდაიცვალა.

მან ბავშვები სკოლაში მიიყვანა, კლასებში დატოვა და უკან მომავალი, რამდენიმე წუთში იატაკზე უგონოდ დაეცა. სხვა ბავშვების მშობლები სწრაფად მივიდნენ, რათა მას დახმარებოდნენ და სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს.

საავადმყოფოში მისვლისას ქალმა გულის შეტევა გადაიტანა, ექიმები მის გადარჩენას კარდიოპოლმონური რეანიმაციის მეთოდით ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ. მისი სიკვდილის ზუსტ მიზეზებს აუტოფსიის შედეგად დაადგენენ.

მისმა გარდაცვალებამ ორი ბავშვი დააობლა და გული ატკინა ყველას, ვინც კი მას იცნობდა.

onalem

ტესტ