fbpx
კრიმინალი

33 წლის მამაკაცი კვიპროსელი წყვილის მკვლელობას 5 წლის მანძილზე გეგმავდა

33 წლის მამაკაცი გუშინ საღამოს დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ამ მკვლელობას ბოლო 5 წლის მანძილზე გეგმავდა.

ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა, ის სამართალდამცავებმა აგია ნაპაში საღამოს 19:00 საათზე აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, სხვა ეჭვმიტანილთა ვინაობა. მის კვალზე შემთხვევის ადგილზე დნმ-ის მასალის აღმოჩენის შემდეგ გავიდნენ.
როგორც 33 წლის მამაკაცი ამბობს, იცის, კიდევ ვინ არის ამ საქმეში ჩართული.

მისი თქმით, მოკლულთა სახლში 2012 წელს გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად მივიდა და სწორედ მაშინ დაიწყო მკვლელობის დაგეგმვა. მის მანქანაში უამრავი მტკიცებულება აღმოჩნდა.

პოლიციის ინფორმაციით, მას ბრალს წაუყენებენ განზრახ მკვლელობის, შეთქმულების მოწყობის, ძარცვის მიზნით სახლში შეჭრის და გატცების მუხლით.

ასევე, ერთადერთი მოწმე, წყვილის 15 წლის შვილი (არაბიოლოგიური) აცხადებს, რომ დაახლოებით 22:30 საათზე ჩაეძინა, ცოტა მოგვიანებით დედის ყვირილი შემოესმა და როცა ადგა, ერთი დამნაშავე დაინახა.

თუმცა, მოგვიანებით მეორეც დაინახა, რომელმაც უთხრა, რომ ის არ აინტერესებდა და არაფერს დაუშავებდა. აღმოჩნდა, რომ სახლიდან დაიკარგა მოკლული მამაკაცის საფულე და საკრედიტო ბარათები.

15 წლის ბიჭს 33 წლის მამაკაცის ამოცნობა მოუწევს.

onalem

ტესტ