fbpx
კრიმინალი

31 წლის ბერძენი ქალი სახლებიდან საჭმელს იპარავდა!

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ქალი ერთ-ერთ სახლს გასულ ოთხშაბათს ესტუმრა. 31 წლის ბერძენი საცხოვრებელ სახლებში იმ მიზნით იპარებოდა, რომ საჭმელი ეჭამა და ამასთანავე თან წაეღო. ის რამდენჯერმე შენიშნეს და პოლიციას მისი გარეგნობა აღუწერეს.

გრძელვადიანი გამოძიების შედეგად, 31 წლის ქალი არგოსში დააკავეს და მისი ჩანთიდან მოპარული საჭმელ-სასმელი ამოიღეს.

ის უსაფრთხოების დეპარტამენტში გადაიყვანეს და პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ჩადენილი აქვს თუ არა მას რაიმე სხვა სახის ძარცვა.

აღსანიშნავია, რომ სივოტაში საბერძნეთის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით 48 წლის ქალი დააკავა. ისიც ბერძენია.  მან სახლიდან თანხა და ოქრო მოიპარა.

 

onalem

ტესტ