30 წლის ბერძენი ჯარისკაცი საკუთარი იარაღით დაშავდა

ინციდენტი დღეს შუადღეს მოხდა. გაურკვეველ ვითარებაში, კუნძულ ლესვოსზე, ბერძენი ჯარისკაცი საკუთარი იარაღით დაშავდა.

მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება, ასევე უცნობია, თუ რა მდგომარეობაშია 30 წლის ახალგაზრდა.

სერჟანტი მაშინვე მიტილინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.

ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევის გამოძიებას ცდილობს.

გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა აღნიშნული ქმედება თავად მის მიერ გამიზნული. თუმცა, ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია მიზეზებთან დაკავშირებით არ ვრცელდება.

melano

ტესტ