30 ფაქტი საბერძნეთის შესახებ

მოთხოვნა იყო საბერძნეთზეც დამედო პოსტი, ძალიან ბევრი საერთო ვნახე ჩვენს ქვეყნებს და ხალხს შორის. გადახედეთ და ალბათ დამეთანხმებით

1. საბერძნეთი ერთ ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში, აქ უამრავი ძეგლი და მუზეუმია. განსაკუთრებით დედაქალაქ ათენში.

2. ბერძნები სვამენ უზომო რაოდენობით ყავას. დიდად არ უყვართ ჩაი.

3. ბერძნები ძალიან ბევრს ეწევიან. მათ შორის ქალებიც.

4. ბერძნები ძალიან არიან შეყვარებული თავიან ისტორიაზე. მიაჩნიათ ყველაზე დიდ და საინტერესოდ.

5. ტკბილეულის მოყვარულთათვის აქ ნამდვილი სამოთხეა, აქ არის ყველაზე უფრო გემრიელი ნამცხვრები, ნაყინები, აღმოსავლური ტკბილეული თაფლით და ასე შემდეგ. თან ეს ყველაფერი საკმაოდ იაფია.

6. კაფეში სანამ შეკვეთას ელოდებით აუცილებლად მოგიტანებენ ერთ ჭიქა წყალს. იმის მიუხედავათ, მოითხოვთ მას თუ არა.

7. თუმცა იმის გათვალისწინებით , თუ როგორ აგვიანდება აქ შეკვეთას, ერთი ჭიქა წყლის იდეა საკმაოდ გამართლებულია 🙂
(საქართველო გამახსენდა)

8. ყოველთვის სასმელთან მოგართმევენ მიწისთხილს, რომელიც ანგარიშში არ შედის. ვახშმის შემდეგაც მოაქვთ რაიმე დესერტი და თან უფასოდ.

9. სტუმრად ცარიელი ხელებით მისვლა მიუღებელია, ყველაზე ხშირად მიაქვთ ტკბილეული ან ღვინო. საერთოდ ბერძნები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, გაგიმასპინძლდებიან და არ მოგაკლებენ ყურადღებას .

10. შეხვედრისას ბერძნები ორჯერ კოცნიან ერთმანეთს, მათ შორის კაცებიც. ეს რა თქმა უნდა ეხება ახლობლებს , მეგობრებს და ნათესავებს. თუმცა თუ თქვენ მეორედ ნახეთ ბერძენი, ის ახლობლად ჩაგთვლით და კოცნის გარეშე ვერ გამოხვალთ.:)

11. ძალიან აფასებენ შვედებს. არ უყვართ თურქები და ალბანელები. ეჭვის თავლით უყურებენ ბულგარელებს.

12. განსაკუთრებული დამოკიდებულება ააქვთ კვიპროესელებთან.

13. შერეულ ქორწინებებას საბერძნეშში არ მიესალმებიან, თუმცა გამონაკლისიც საკმაოდ ხშირია.

14. დაძალება არ იციან. ერთს თუ იტყვი რომ შემოთავაზებული (ვთქვათ) ნამცხვარი არ გინდა მეორეჯერ აღარ გეტყვიან.

15. ჯვრისწერას დიდი სერიოზულობით ეკიდებიან, ამაში დიდ როლს ასრულებს ბერძნების რელიგიურობა. ჯვრისწერისთვის ბერძნებს სჭირდებათ უამრავი საბუთების შეგროვება, არაფერი რომ არ ვთქვათ უცხოელებზე. აუცილებლად უნდა იყოთ მონათლული, უნდა აიღოთ ნებართვა ჯვრისწერაზე, გადაიხადოთ რამდენიმე სახის გადასახადი და ასე შემდეგ.

16. ცოლს გვარი თავისი რჩება.

17. 99,9% ბერძნების მონათლულია. მონათვლა დიდ მოვლენად ითვლება და აუცილებლად დღესასწაულობენ.

18. ნახევარი საათით დაგვიანება ბერძნებისათვის ჩვეულებრივი ამბავია.

19. მძღოლებს მანქანები დაყავთ საშინლად. მოძრაობის წესებს არღვევენ, წითელ შუქნიშანზე არ აჩერებენ. ღამით არ ჩაგიქრობენ შორი განათების ფარებს. ჩააქრობენ მხოლოდ მაშინ , როცა ჯერ მაინც მიანიშნებ ამაზე (არ მინდა ჩვენი თავი შევადარო მაგრამ ჩვენ უარესი მძღოლები ვართ 😀 ).

20. ბენზინი ძაან ძვირია ის მერყეობს – 1.5-დან – 1.8 ევრომდე ლიტრზე.

21. ხალხი ძალიან ხმაურიანია, თუმცა არც იმდენად, როგორც იატალიელები.

22. საერთოდ ძვირი ქვეყანაა, ფასდაკლებები არის ახალწელს, ივლისსა და აგვისტოში, ამ დროს უამრავი ხალხი ირევა მაღაზიებში.

23. მეგაპოლისები აქ მხოლოდ ორია, ათენი და სალონიკი. 90% ტერიტორიის უკავია პატარა ქალაქებს და სოფლებს. ძირითადად დაბალი სახლებია, ხუთ სართულამდე მაღალსართულიანი სახლები ან ოფისებია ან სასტუმროები.

24. დიდ საწარმოებს აქ ვერ ნახავთ. ადრე იყო უცხოელების მიერ გახსნილი ქარხნები, თუმცა საგადასახადო პოლიტიკის გაუარესებასთან ერთად თითქმის ყველა მათგანი დაიხურა. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. საბერძნეთს ექსპორტზე გააქვს ფორთოხალი, ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი.

25. ბიზნესი ჩვეული გაგებით არ არსებობს, მაგრამ არის ძალინ ბევრი პატარა ფირმები სადაც მუშაობენ მარტო მესაკუთრეები და მათი ოჯახის წევრები.

26. გზები კარგია, როგორც ქალაქში ასევე ქალაქგარეთ. არის როგორც ფასიანი ასევე უფასო მაგისტრალები.

27. ტაქსი საკმაოდ ძვირია, 15 წუთის მგზავრობა შეიძლება დაგიჯდეთ 5-6 ევრო.

28. გადასახადების გადახდა აქ მაინცდამაინც არ უყვართ, ამის გამო სახელმწიფოს ხშირად ექმნება ფინანსური პრობლემები.

29. შეგხვდებათ მათხოვრები, თუმცა ბერძნები გეტყვიან , რომ ისინი ბოშებია ან ალბანელები. თუმცა ისინი ბევრი არ არიან.

30. უმეტესმა ბერძენმა არ იცის რომ სტალინი ქართველი იყო. ასევე მათ არ იციან სტალინის ნამდვილი სახელი და გვარი.