3 ბერძენი Forbes-ის 2017 წლის მილიარდერთა სიაში

ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სია, რომელთა რიცხვიც დღეს უკვე 13%-ით გაიზარდა.

ბილ გეითსი ამ სიაში მოწინავე ადგილზეა 86 მილიარდი დოლარით, გასულ წელს კი მისი ქონება 75 მილიარდ დოლარს უდრიდა.

უმდიდრეს ადამიანთა რიგებში მოხვდა სამი ბერძენი ბიზნესმენიც. ესენი არიან:

პილიპ ნიარხოსი – 2,5 მილიარდი დოლარით

ის უმსხვილესი გემების კომპანიის მფლობელია. სტავროს ნიარხოსის უფროსი ვაჟი, რომლისგანაც მან მემკვიდრეობით მიიღო ბიზნესის წილი.

არისტოტელის მისტაკიდის – 2,2 მილიარდი დოლარი

მისტაკიდისი მეტალით მოვაჭრე უმსხვილესი კომპანიის მფლობელია. მას აქვს ბერძნულ-ბრიტანული მოქალაქეობა.

სპიროს ლაცის – 2 მილიარდი დოლარი

ბიზნესმენი, გემთმფლობელი, ევროპის ბანკის ფინანსური ჯგუფის წევრი და Hellenic Petroleum-ის წილის მფლობელი.