fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

29 წლის ახალგაზრდის ცხედარი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, იდენტიფიცირებულია

ხანძარს შეწირული კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის იდენტიფიცირება დღეს მოხდა. ამის შესახებ მისი და სოციალური ქსელის გვერდზე წერს. 29 წლის პანაიოტი ხამილოთორი მატიში გარდაიცვალა.

“სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ბიჭის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა. ჩემი მშობლები, ჩემი და და მე დიდ მადლობას ვუხდით ნათესავებს, მეგობრებს და უცნობებსაც კი, რომელთაც უდიდესი მხარდაჭერა გვიჩვენეს ამ მძიმე დღეებში. პანაიოტის დაკრძალვა ხვალ იქნება და მინდა გთხოვოთ, გაგვიგოთ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ვიწრო წრეში უნდა ჩატარდეს. ყვავილების შეძენის ნაცვლად, გთხოვთ, თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოთ. ნეტავ, ჩვენ ბოლო ოჯახი ვიყოთ, რომელიც თავის წევრს გლოვობს,” წერს ანგელიკი ხამილოთორი.

პანაიოტი ხამილოთორი

onalem

ტესტ