fbpx
საბერძნეთი

28 ოქტომბერი “უარის დღე” – რას ზეიმობენ დღეს საბერძნეთში?!

ბენიტო მუსოლინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ბალკანეთის წინაარმდეგ. 1940 წლის 28 ოქრომბერს იტალია თავისი კოლონიის, ალბანეთის ტერიტორიიდან თავს დაესხა საბერძნეთს. მუსოლინიმ კავშირის დამყარება სცადა ბულგარეთთან, თუმცა ეს წინადადება უარყიფილ იქნა მეფე ბორის III-ის მიერ. საბერძნეთზე თავდასხმის გეგმას არ იცნობდა ჰიტლერიც, რომელიც ამ დროისათვის ბალკანეთზე ოპერაციის მომხრე არ იყო და ცდილობდა იტალიასთან ერთად ინგლისის ინვაზიის გეგმა განეხორციელებინა.

დუჩეს მიზანი იყო საბერძნეთი ბლიცკრიგით დაეპყრო, თუმცა ეს გეგმა არ შედგა. უკვე 3 ნოემბერს ბერძნებმა დაიწყეს კონტრშეტევა მთელ ფრონტზე და აიძულეს იტალიელები თავდაცვით პოზიციაზე გადასულიყვნენ, 14 ნოემბრისთვის კი უკვე თითქმის ალბანეთის საზღვრებამდე უკან დაახევინეს. მოკავშირის გარდაუვალი მარცხი რომ აეცილებინა ჰიტლერმა ბრძანება გასცა ბალკანეთზე შეტევის – დაიწყო ოპერაცია „მარიტა“

1941 წლის დასაწყისში გერმანიამ სცადა მოლაპარაკების გზით გადაეჭრა კონფლიქტი. ჰიტლერმა იუგოსლავიას შეთავაზა შეერთებოდა ბერლინი-რომი-ტოკიოს პაქტს, თუმცა იგი ამ ეტაპზე უარყოფილ იქნა. გერმანიის მოკავშირეობაზე უარი განაცხადა საბერძნეთმაც, რომელიც წარმატებას წარმატებაზე აღწევდა იტალიის წინააღმდეგ ომში. 9 მარტის იტალიური არმიის შეტევა ბერძენთა პოზიციებზე ტოტალური კრახით დასრულდა. 27 მარტს იუგოსლავია დათანხმდა გერმანიის წინადადებას და მისი მოკავშირე გახდა, თუმცა ამას შედეგად მოყვა მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება, საპროტესტო დემონსტრაციები და პუტჩი პრინც-რეგენტ პაველის მთავრობის წინააღმდეგ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გაუქმებულ იქნა.

ყოველივე ამის შემდეგ გერმანიიას მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის გზა დარჩა.6 აპრილს ვერმახტმა გადალახა იუგოსლავიის საზღვრები. პარალელურად ლუფტვაფე-მ დაიწყო ბელგრადის ფართომასშტაბიანი დაბომბვა. დანარჩენი უკვე დროის საკითხი იყო. 10 აპრილს გერმანელებმა აირეს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, 2 დღის შემდეგ 12 აპრილს ბელგრადმა იარაღი დაყარა ვერმახტის სატანკო არმიების წინაშე. 17 აპრილს ხელი მოეწერა იუგოსლავიის უსიტყვო კაპიტულაციას.

6 აპრილსვე დაიწყო ვერმახტის შეტევა საბერძნეთზე, სადაც წინააღმდეგობა გაცილებით დიდი იყო ვიდრე იუგოსლავიაში. განსაკეთრებით დიდი დანაკარგები ვერმახტმა ნახა მეტაქსას ხაზთან, რომელიც მთიან რეგიონში ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. 9 აპრილს გერმანელებმა აიღეს სალონიკი, რამაც აღმოსავლეთ მაკედონიაში სტაციონირებულ ბერძნულ სამხედრო შენაერთებს გზა მოუჭრა და მეტაქსას ხაზს გარღვევის საფრთხე დაემუქრა. ალბანეთის ფრონტიდან გადმოსროლილი ბერძნული ჯარები გერმანულ და იტალიურ ტანკებს და საჰაერო დაბომბვებს შეეწირნენ. 21 აპრილს 223.000 ბერძენმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა.

საბერძნეთში სტაციონირებულმა ბრიტანულმა ჯარებმა თავდაცვითი ხაზი ააგეს თერმოპილესთან, რომელიც 24 აპრილს გადათელილ იქნა ვერმახტის მიერ. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთის მხედართმთავრობამ სასწრაფომ ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო და 50.000 ბრიტანელი მებრძოლი ეგვიპტეში იქნა გადაყვანილი. 27 აპრილს ვერმახტის ჯარები შევიდნენ ათენში.

25 აპრილს გერმანიისა და მის მოკავშირეთა 593 სატრანსპორტო თვითმფრინავმა საჰაერო დესანტი გადასხა კრეტაზე (ოპერაცია „მერკური“). პარაშუტისტები მოწინააღმდეგისთვის ადვილ სამიზნეს წარმოადგენდნენ და დესანტმა დიდი დანაკლისი განიცადა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მათი ცდა აეღოთ რომელიმე ახლომდებარე აეროდრომი, რომლითაც დამხმარე ძალები შეძლებდნენ კუნძულზე გადმოსვლას. განსაკუთრებით კი არტილერია და ტანკები. მხოლოდ მას შემდეგ რაც ლუფტვაფემ საჰაერო ჰეგემონია მოიპოვა კრეტაზე და გაძლეირებული საზღვაო დესანტი გადმოსხდა კუნძულზე შესაძლებელი იქნა აეროდრომების აღება. მოკავშირეთა ჯარები (მათ შორის ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები) ერთი კვირის განმავლობაში იცავდნენ კრეტას, თუმც საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ 17.000 კაციანი კორპუსის ევაკუაცია მოეხდინათ.

onalem

ტესტ