fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

28 მარტი – ტრანსპორტის გაფცვის განრიგი ათენში!

მომდევნო ოთხშაბათს, 28 მარტს, ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები კვლავ გაფიცვას აცხადებენ!

კერძოდ, არ იმუშავებენ ტროლეიბუსები დილის 12:00 საათიდან შუადღის 17:00 საათამდე. 
ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ტროლეიბუსები რეალურად შემცირებას 11:00 საათიდან დაიწყებენ.

თანამშრომელთა გაფიცვა უკავშირდება დასაქმებულთა საერთო კრებას, რომელიც სწორედ ამ დღეს შედგება. შეხვედრაზე განიხილავენ ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ