fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ლაკონია: 26 წლის ილიანას მისტიური გაუჩინარება – რა შიშები აქვს ოჯახს?!

27 წლის ილიანა სტამადიანუ ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ლაკონიაში, სოფელ ასოპოდან გაუჩინარდა. ის საკუთარი Toyota-ს მარკის მანქანით გავიდა და მშობლებს ამის შესახებ არ შეატყობინა. მას შემდეგ მისი ტელეფონი გამორთულია.

მისი ოჯახი და ნათესავები ილიანას გაუჩინარებით უკიდურესად შეწუხებულები არიან და აცხადებენ, რომ გოგონას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. გოგონას და ადგილობრივებს მოუწოდებს, თუკი რაიმე სმენიათ მის შესახებ, აუცილებლად დაუკავშირდნენ პოლიციას:

“ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რადგან ის მანქანით წავიდა და ტელეფონი გამორთული აქვს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება მისი ბოლო ადგილმდებარეობის დადგენა მობილურის საშუალებით, რადგან ინფორმაცია ძალიან ცოტაა. ისმის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მის პოვნაში დაგვეხმაროთ.”

როგორც ცნობილია, ილიანას პირად Facebook-ის გვერდზე გარკვეული აქტივობა შაბათს, 16 დეკემბერს არის დაფიქსირებული. ეს კი ოჯახს იმედებს უჩენს. ამჟამად იძიებენ ვინ გამოიყენა სოციალური ქსელის გვერდი, თავად გაუჩნარებულმა გოგონამ თუ ვინმე სხვამ.

ილიანა არის 1,67 მეტრის სიმაღლის გოგონა. გაუჩინარების დღეს ეცვა შავი ჯინსი, შავი ფეხსაცმელი და შავი ქურთუკი.

onalem

ტესტ