25 წლის გოგონა რომელიც სახლებს ალაგებს სრულიად შიშველი

25 წლის ემილი ნიკოლსი ინგლისში, კერძოდ ლივერპულში ცხოვრობს. ის დამლაგებლად მუშაობს და საათში 50 ევროს იღებს. შეიძლება ფასი ცოტა დიდია, მაგრამ ემილი სხვების მსგავსად არ მუშაობს, ის შიშველი ალაგებს სახლებს.
მას მხოლოდ ხელთათმანები უკეთია, ხელების დასაცავად. რეცხავს საპირფარეშოებს, წმენდს თაროებს, მტვერსასრუტით ასუფთავებს სახლს, აუთოვებს ტანსაცმელს და ა.შ.
როგორც ემილი Daily Mails-თან საუბრისას ამბობს, მისი კლიენტების უმრავლესობა მამაკაცები არიან და ისინი უყურებენ მას, თუ როგორ ალაგებს სახლს, თუმდა თავი არასოდეს უგრძვნია უხერხულად. “სახლების ასეთ მდგომარეობაში დალაგება ჩემთვის მნიშვნელოვანი და ჩვეულებრივი ამბავია,” ამბობს ემილი, რომელიც 9 თვის წინ დედა გახდა.
“მე თავდაჯერებული ვარ, თავს კარგად ვგრძნობ როცა შიშველი ვარ და ეს არავითარ პრობლემას არ მიქმნის ჩემს საქმეში. თუმცა წარსულში ასე არ მიმუშავია. კარგად მიხდიან და თანხა გაცილებით მეტია იმასთან შედარებით, როგორც ვმუშაობ.”
ეს იდეა მას მეგობარმა მიაწოდა. უთხრა, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც თავიანთ თავს უღებენ ვიდეოებს სახლის დალაგების დროს და ამ ვიდეოებით ფულს შოულობენ. როდესაც მან ინტერნეტში ამის შესახებ ინფორმაცია მოძებნა, იპოვა ერთი კომპანია სახელად “Naturist Cleaners”, რომელსაც დღეს 80 ადამიანი ჰყავს, კაცები და ქალები, რომლებიც ამავე მეთოდით მუშაობენ.
კლიენტები პირველ საათში 75 ევროს იხდიან, 65 ევროს კი მომდევნო საათებში, მომუშავეებს კი 52 ევრო რჩებათ. კომპანია სერიოზულ შეთანხმებას აკეთებს კლიენტებთან, რომ ისინი არანაირად არ შეაწუხებენ მომუშავეებს.
“ჩემმა დებმა იციან ჩემი სამუშაოს შესახებ, ისევე როგორც ჩემმა მეგობრებმა და ქმარმა. ჩემი ქმარი თავიდან წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა შეეჩვია”, ამბობს ემილი.