25-26 მაისს მაისიდან ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად ათენში მივლინებულია 63 პირი

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის 2015 წლის N33/15 ბრძანებით 25-26 მაისს მაისიდან ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად ათენში მივლინებულია 63 პირი, რომელთა შორის 31 კომიტეტის თანამშრომელი, ხოლო 32 მოწვეული სტუმარია.

მივლინების ფარგლებში Georgian Airways-გან შესყიდულია თვითმფრინავით მომსახურება 132 მგზავრის გადაყვანის მიზნით (ბრძანებით განსაზღვრულ პირთა რაოდენობაზე 69-ით მეტი).

მგზავრობის ღირებულებამ 93,536 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ ანაზღაურებულია 12,734 ლარის სასტუმროს მომსახურება, თუმცა მომსახურების მიმღებ პირთა ვინაობა და რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის. ხოლო მინივენებით, სედანებით და კერძო ავტობუსით სატრანსპორტო მომსახურება ათენში 11,527 ლარი დაჯდა.

სულ გაწეულმა ხარჯმა 102,720 ლარი შეადგინა.

აუდიტის სამსახურმა ხარჯის გადამოწმება სცადა, თუმცა ვერ მიიღო რწმუნება, თუ რამდენად იყო ზემოხსენებული ხარჯები მივლინებებისას დასახული მიზნების მიღწევის ყველაზე მისაღები გზა. ამასთან, ვერ მოხერხდა ზოგიერთი მივლინებული პირის იდენტიფიცერება, რადგანაც ბრძანებაში მხოლოდ მოწვეულ სტუმრებთან მათი ნათესაური კავშირია მითითებული.

წყარო: http://sao.ge/…/…/auditis-angarishebi/2017/aip-olimpiada.pdf

P.S – 69 პირმა ისეთი ცეცხლი დაანთო გულში, რომ ასო “ხ” ბიუჯეტის ფულთან ერთად დაიწვა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.