fbpx
კატეგორიის გარეშე

24 ივნისს ერისიონი 70 კაციანი შემადგენლობით ათენში!

ათენში მოღვაწე ქართველი ორგანიზატორის, ავთანდილ კაკაბაძისა და ბერძნული ტელევიზიის, MAD-ის ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე, ქართული ანსამბლი, ერისიონი, 24 ივნისს, 70 კაციანი შემადგენლობით, ათენში ჩამოდის!

ორგანიზატორების თქმით, დარბაზი იქნება ოლიმპიური სიდიდის და ჯამში 15.000-მდე მაყურებელს ელიან!

2 საათის განმავლობაში პროფესიონალურ სცენაზე ერისიონი წარადგენს პლანეტაზე ანალოგის არმქონე ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტიუმებით, ქართული ხასიათით და ბუნებით.

ამ უდიდეს ღონისძიებაზე თავს მოიყრის ყველა ქვეყნის ელჩი, ბერძენი პოლიტიკოსები და ცნობილი ბერძენი და ქართველი ტელევარსკვლავები. კონცერტი გაშუქდება ბერძნული ტელევიზიების მიერ (MAD,SKAI,Ant1,Alpha), ასევე ინტერნეტ პორტალებსა და გაზეთებში (Lifo, Proto Thema, Newsbeast, Newsbomb, Newsit და ა.შ).

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მომდევნო ტელეფონის ნომრებზე: 699 5568060 / 699 2497900 | ზინონოს 11, მენანდრუს 55-57, ომონია. ან დაუკავშირდით ორგანიზატორს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/avtandili82
ბილეთის ფასი: 10€|20€|30€|40€|50€

მისამართი: გალაცის ოლიმპიური სტადიონი, ლეოფოროს ვეიკუ (გალაცი).
დასაწყისი: 17:00 საათზე.