fbpx
საზოგადოება

23 წლის ბერძენი გემ Νήσος Ρόδος-ის ბორტიდან გაუჩინარდა: რას ჰყვება მისი პარტნიორი?!

23 წლის ბერძენი ბიჭის ძებნა კუნძულებს, ანდროსა და ტინოსს შორის, გრძელდება. ის ჯარისკაცია, რომელიც კუნძულ ხიოსზე მსახურობდა და გემით ათენში ბრუნდებოდა. თუმცა, პირეოსამდე ვერ მოაღწია.

ტაკის სარანტოსი ხალკიდაში ცხოვრობს. ის გუშინდელი დღის შემდეგ იძებნება.

გემი, რომლიდანაც ახალგაზრდა გაუჩინარდა კუნძულ ხიოსიდან ღამით, 23:20 წუთზე გამოვიდა, ხოლო პირეოსში დილის 07:00 საათზე შემოვიდა.

ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, რომელიც მისი მეგობარი და კოლეგაა, სარანტოსი ბოლოს გემზე ღამის 02:15 საათზე ნახეს.

მისი თქმით, შემდეგ მას ჩაეძინა და როცა გაიღვიძა, მისი მეგობარი უკვე გაუჩინარებული იყო.

რაც შეეხება 23 წლის ბერძენის პარტნიორს, მისი ჩვენებები შოკისმომგვრელია. გოგონა ამბობს, რომ მან ღამით ერთხელ დაურეკა და უთხრა, რომ ეშინოდა, რადგან მას ვიღაც ჰყავდა “ჩასაფრებული”.

მისი მეგობარიც განმარტავს, რომ ბოლო დროს ახალგაზრდას პრობლემები ჰქონდა და მუდმივად შიშში იყო, რომ ვიღაც რაიმე ცუდს დაუშავებდა.

ცნობილია, რომ ნაპოვნია მისი ტანსაცმელი, მაგრამ არა მობილური ტელეფონი და საფულე.

სიგნალი, რომელიც მისი მობილურის საშუალებით დაადგინეს, ბოლოს კუნძულებს, ტინოსსა და სიროსს შორის აღინიშნებოდა.

სანაპირო დაცვა ძებნას აგრძელებს.

 

onalem

ტესტ