23 ოქტომბრიდან წვიმა და ქარი საბერძნეთში!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 23 ოქტომრიდან საბერძნეთში ამინდი შეიცვლება. ორშაბათს დილიდან მოსალოდნელია წვიმა და ქარი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება.

კერძოდ, ამინდის ცვლილება დაფიქსირდება:

ჩრდილოეთ იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ მაკედონიაში, დასავლეთ პელოპონისოში, ცენტრალურ სტერეაში და თესალიაში.

ამინდი დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდება:

აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, შესაძლოა კრეტასა და კიკლადებზეც.

წვიმა და ძლიერი ქარი საბერძნეთის აღნიშნულ ტერიტორიებზე, სინოპრიკოსთა პროგნოზით, ოთხშაბათამდე გასტანს.

melano

ტესტ