fbpx
კრიმინალი

22 წლის ტურისტის მკვლელობის შოკისმომგვრელი ვიდეო გამოჩნდა

რამდენიმე დღის წინ ბერძნულმა მედიამ ზაკინთოსზე მომხდარი, 22 წლის ამერიკელი ტურისტის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, რომელიც ბარის კამერებმა გადაიღო.

ვიდეოში აღწერილია, თუ როგორ აედევნა და სცემდა 22 წლის ბიჭს ადამიანთა ჯგუფი, ის კი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გარბოდა.

ერთ-ერთმა მას დაარტყა და გაჩერებული მანქანისკენ გადააგდო. ამ დროს კი ცემა სხვებმაც დაუწყეს.

ახალგაზრდას თავის დაცვა არ შეეძლო. როდესაც ბრბომ გააცნობიერა, რომ ის გონზე აღარ იყო, მისი ცემა შეწყვიტა. გამვლელმა მისი ფეხზე აყენება სცადა, მაგრამ ამაოდ. სასწრაფო დახმარების მანქანა 5 წუთში მოვიდა, თუმცა, აზრი აღარაფერს ჰქონდა.

როგორც უკვე იცით, 22 წლის ამერიკელსა და სერბეთის მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა. მიზეზი ის გახდა, რომ ამერიკელ ტურისტს ბარის თანამშრომელთან სურათის გადაღების სურვილი გაუჩნდა.

ამ დროისთვის დაკავებულია 9 ეჭვმიტანილი – 7 სერბი, ერთი ბერძენი და ერთი ბრიტანელი.

ზაკინთოს მოსახლეობა შოკირებულია, რადგან მათ სჯეროდათ, რომ კუნძული ძალიან უსაფრთო და მშვიდი იყო მათთვისაც და დამსვენებლისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ დანაშაული უცხოელ მოქალაქეებს შორის მოხდა და მათ ბერძნებთან და კუნძულთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

onalem

ტესტ