fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

22 წლის გოგონას მამაკაცის მკვლელობისთვის, რომელმაც მისი გაუპატიურება სცადა, 15 წელი მიუსაჯეს

ნავპლიოს სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 22 წლის გოგონამ დანაშაული თავდაცვის მიზნით ჩაიდინა და 15 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მამაკაცის მკვლელობისთვის, რომელიც მისი და მისი მეგობრის გაუპატიურებას ცდილობდა.

2016 წლის 22 ივნისის დილას მამაკაცი კორინთის ერთ-ერთ საცალფეხო ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

პოლიციას ვიდეო კამერები დაეხმარა, რომელიც იქვე იყო დამონტაჟებული და გოგონა რამდენიმე საათში დააკავეს.

მან განაცხადა, რომ 46 წლის მამაკაცისგან, რომელიც მისი და მისი ბავშვობის მეგობრის გაუპატიურებას ცდილობდა, თავდაცვას ცდილობდა და მკვლელობაც ამის ფონზე მოხდა. ამასთანავე თქვა, რომ მამაკაცს დანა ჰქონდა, რაც კამერების ჩანაწერში არ ფიქსირდება და როგორც აღმოჩნდა ფაქტი რეალობას არ შეესაბამება.

ფემინისტური საზოგადოება შოკში ჩააგდო გადაწყვეტილებამ, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გოგონამ დანაშაული ტრაგიკულ ფონზე, თავდაცვის მიზნით ჩაიდინა. ეს შემამსუბუქებელ გარემოებად არ ჩაითვალა.

გოგონა დანაშაულს აღიარებს და ჰყვება: ”მე თავის დაცვა მინდოდა, მაგრამ მკვლელობაზე არ ვფიქრობდი. ჩემი საუკეთესო მეგობარი დაიჭირა, მან კი მითხრა, რომ დანა ჰქონდა. ვერც კი მივხვდი, როდის დავარტყი მას დანა. მე ის იქამდე არასოდეს მინახავს.”

მისი საბოლოო განაჩენი 15 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთაა.

onalem

ტესტ