2019 წლისთვის ბერძნები ”კუთხეში მიმწყვდეული” აღმოჩნდებიან

2019 წელს ბევრი ბერძენი მუშაკის, პენსიონერის, ფერმერის და ზოგადად მოსახლეობის ბედი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საგადასახადო აკრძალვები, რომლებიც დღეს მოქმედებს, მალე სრულიად გაუქმდება.

შემოსავლის დასაბეგრი ბარიერი დაახლოებით 6,000 ევროზე ქვემოთ დაეცემა და 5,600-დან 5,900 ევრომდე იქნება. ეს კი ნიშნავს 20-დან 680 ევრომდე ხელფასების გამოქვითვას, მათგან, ვისაც ყოველთვიური შემოსავალი 400 ან 460 ევრო აქვს. მოქალაქეთა ის კატეგორიაც კი, რომლებიც სიღარიბის საშუალო ზღვარზე არიან და აქვთ ფიქსირებული თვიური შემოსავალი, იძულებული იქნებიან გადახადონ გადასახადი.

მთავრობა ცდილობს, რომ გადასახადი 22%-დან 20%-მდე შეამციროს. თუმცა, ისინი ამ საკითხზე კრედიტორებთან ვერ თანხმდებიან.

რაც შეეხება პენსიებს, ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი შეთანხმება, თუ რა სახის იქნება შემცირებები, თუმცა, როგორც მსოფლიო სავალუტო ფონდი ამტკიცებს, ეს არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება.

სანამ მთავრობა ცდილობს პენსია 700-მდე შეინარჩუნოს, 2019 წლისთვის მზადდება 30%-იანი შემცირების გეგმა. ყველა შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ეს პენსიონერთა ინტერესებზე ნეგატიურად აისახება. მათი რაოდენობა დაახლოებით 1.200.000 ადამიანია.