fbpx
მოგზაურობასაბერძნეთი

“2019 წელი საბერძნეთის წელი იქნება” – აცხადებს გერმანული ტურისტული კომპანია

გერმანულენოვანი ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიის DER Touristik-ის თანახმად, საბერძნეთში ტურიზმი კიდევ უფრო გაიზრდება, რის გამოც “2019 წელი საბერძნეთის წლად” შერაცხეს.

DER Touristik-ის ხელმძღვანელი რენე ჰერცოგის განცხადებით, მისი კომპანიის საქმიანობა საბერძნეთში საკმაოდ სტაბილურია. საერთო ჯამში, მათ მიერ შეთავაზებული 282 სასტუმროდან და საოჯახო საცხოვრებლიდან 15% საბერძნეთში მდებარეობს.

“მიზეზი, რის გამოც 2019 საბერძნეთის წელი იქნება არის ის, რომ ქვეყანა დამსვენებლებს საუკეთესო ფასებს სთავაზობს ზაფხულის სეზონზე,” – განაცხადა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა.

“კლიმატი სტაბილური და დადებითია” – დაამატა მან.

საბერძნეთის გარდა, 2019 წლის ზაფხულის პოპულარული მიმართულებებია ტუნისი, ეგვიპტე, სამხრეთი აფრიკა და ნამიბია. აგრეთვე, მალდივები და ტაილანდი.

 

onalem

ტესტ