fbpx
ემიგრაციული სიახლეები

2016 წელს 33,210 ადამიანმა მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა

ევროსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2016 წელს 33,210 ადამიანმა მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა. აქედან 86% იყვნენ ალბანელი მოქალაქეები, 1.5% – უკრაინელი, ხოლო 1.2% – რუსები. საერთო ჯამში, 2016 წელს, დაახლოებით 995 000 ადამიანმა შეიძინა ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეობა, აქედან 88% არ იყვნენ ევროკავშირის არც ერთი წევრი-ქვეყნების მოქალაქეები.

 ყველაზე დიდი რაოდენობით ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს მაროკოს მოქალაქეებმა (101 300 ადამიანი), აქედან 89%-მა შეიძინა იტალიის, საფრანგეთის ან ესპანეთის მოქალაქეობა. ალბანეთის მოქალაქეების რიცხვი არის 67 500, საიდანაც 97%-მა მიიღო საბერძნეთის და იტალიის მოქალაქეობა, ინდოეთის მოქალაქეების რიცხვი იყო – 41 700, აქედან კი 60%-მა მიიღო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა. პაკისტანის მოქალაქეების უმრავლესობამ შეიძინა დიდი ბრიტანეთს მოქალაქეობა. თურკეთის მოქალაქეების უმრავლესობამ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, უკრაინის მოქალაქეების 60%-მა მიიღო გერმანიის, იტალიის, პორტუგალიის და რუმინეთის მოქალაქეობა. მაროკოს, ალბანეთის, ინდოეთის, პაკისტანის, თურქეთის, რუმინეთის და უკრაინის მოქალაქეების რიცხვი იყო 33% ესე იგი ერთი მესამედი იმ ადამიანების, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობა. რუმინეთის მოქალაქეების რიცხვი იყო 29 700 და პოლონეთის მოქალაქეების რიცხვი – 19 800, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნების (არაევროკავშირის) მოქალაქეობა.

ყოველ წელს იზრდება მოქალაქეობის გაცემის რიცხვი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში, მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა ხორვატიაში, სადაც მოქალაქეობის გაცემის რიცხვი გასამმაგდა, თითქმის იგივე მოხდა საბერძნეთში – მოქალაქეობების გაცემის რიცხვი გაიზარდა 132%-ით . დიდ ბრიტანეთმა გასცა ყველაზე მეტი მოქალაქეობა 2015-2016 წლებში, სადაც ჩანს რომ რიცხვი გაორმაგდა  2.478-დან  6.555-მდე, აქედან  უმრავლესობა იყო საუდის არაბეთის და ნიკარაგუას მოქალაქეები. საბოლოოდ ხორვატიაში 100 ემიგრანტიდან 10-მა მიიღო მოქალაქეობა, შვედეთში 100-დან 8-ამ, პორტუგალიაში 100-დან 6-მა, საბარძნეთში და რუმინეთში 100-დან 4-მა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ავსტრიაში, ლატვიაში, სლოვაკეთში, ესტონეთში, ლიტვაში და ჩეხეთის რესპუბლიკაში.