fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: 20 წლის ბერძენი მოხუცებს ყელიდან სამკაულებს ოსტატურად ხსნიდა

ძარცვის ასეთი ხერხი ნამდვილად უპრეცენდენტოა. საბერძნეთის პოლიცია იუწყება, რომ 20 წლის გოგონა მოხუცებს ძვირფასეულობას პირდაპირ ყელიდან პარავდა, თუმცა, ისინი ამას ვერც კი იგებდნენ. როგორ?!

გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ქალბატონი ვერიაში, თავისი გზით მიდიოდა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა წამოეწია და ისე შეხვდა, თითქოს მისი კარგი ნაცნობი ყოფილიყოს, მოიკითხა და საუბრისას ჩაეხუტა, რაც მოხუცს ოქროს ყელსაბამის ფასად დაუჯდა. სწორედ ამ დროს 20 წლის ბერძენმა მას ყელიდან სამკაული მოხსნა.

აღნიშნული შემთხვევა გასულ ორშაბათს მოხდა, რის შემდეგაც, პოლიცამ მისი იდენტიფიცირება მოახერხა.

დაკავებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

onalem

ტესტ