fbpx
კრიმინალი

20 დაპატიმრებული მენიდიში

მენიდიში დაპატიმრებების სერია გრძელდება.

საბერძნეთის პოლიციამ ბოშათა ბანაკში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინა და 20-მდე ადამიანი დააკავა. გაიჩხრიკა 6 სახლი, საიდანაც 2 კგ ჰეროინი და იარაღი ამოიღეს.

ზოგადად, ამ რეგიონში 35 ადამიანი დააკავეს, თუმცა, 20 მათგანს სერიოზულ დანაშაულში ედება ბრალი. სავარაუდოდ დაპატიმრებულთა რაოდენობა გაიზრდება.

ისინი ΓΑΔΑ-ს პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პოლიცია ამ გარეუბანში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 23 წლის მამაკაცის შემთხვევით ტყვიას 11 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, მკვლელობის იარაღი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

onalem

ტესტ