fbpx
ემიგრაციული სიახლეები

კრეტა: 2 სტუდენტი გარდაცვლილია ავარიის შედეგად. მძღოლი 20 წლის ქართველი აღმოჩნდა

ხანიის მაცხოვრებლები შოკირებულნი არიან ორი ახალგაზრდა სტუდენტის გარდაცვალებით. სტელას და იანის კრეტას უნივერსიტეტის წინ მანქანა დაეჯახა, რომლის მძღოლიც 20 წლის ქართველი მამაკაცი აღმოჩნდა.

მძღოლი მანქანას დიდი შიჩქარით ატარებდა, რის შედეგადაც დილის 07:00 სთზე ის ორ ბერძენ სტუდენტს დაეჯახა.

20 წლის ქართველი მძღოლი აყვანილია საბერძნეთის პოლიციის პიერ. მას ჩაუტარდება ალკოტესტი, როგორც ასევე ნარკოლოგიური ტესტი. მან პოლიციელებს უთხრა რომ ორი სტუდენტი ვერ დაინახა გზაზე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა გოგონა სუპერმარკეტში იყო შესული (უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს), გარეთ კი მისი მეგობარი ბიჭი ელოდებოდა.

გოგონა გამოვიდა სუპერმარკეტიდან და მათ განაგრძეს იმ გზაზე სიარული. აქვე ამბობენ ადგილობრივები რომ აღნიშნულ გზას ტროტუარი არ აქვს, შესაბამისად ორი სტუდენტი გზის პირას მიდიოდნენ.

ავარიის გამო, მანქანამ ორივე სტუდენტი დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით გაისროლა. სტუდენტების ძაღლიც ასევე მკვდარი იქნა ნაპოვნი. ავარიის შემდეგ, მანქანამ განაგრძო მოძრაობა და იქვე ახლოს, გაჩერებულ მოტოციკლეტს დაეჯახა.

გოგონა იქვე გარდაიცვალა. ბიჭი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც სამწუხაროდ გარდაიცვალა.

ქართველ მძღოლს ბრალი ედება მკვლელობასა და მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვის გამო. მას მხოლოდ ქართული (და არა ბერძნული) მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. მას ასევე აღმოაჩნდა ქართული პასპორტი.

ბერძნული წყარო:

  1. http://www.star.gr/ellada/381772/kratoymenos-proswrina-o-20xronos-gewrgianos-poy-skotwse-me-to-aytokinhto-toy-toys-2-foithtes-sta-xania
  2. http://www.star.gr/ellada/381695/xania-thrhnos-gia-toys-dyo-foithtes-poy-skotwthhkan-eksw-apo-to-polytexneio-sta-xania-fwto